Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?!

მარშალ პრესი 15/09/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ბათუმში, პლაჟზე რომ რუს ქალს გაუშლი ბანერს, მაგით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორმაგი სტანდარტია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, მიშა მშვილდაძე ბინას აქირავებს რუსებზე და ამავდროულად გამოდის რუსოფობიური განცხადებებით.

“როდესაც პლაჟზე თავზე ადგები რუს ტურისტს და ამით გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ აბსურდია?!
სადაც თქვენ დადიხართ იმ ტელევიზიის მფლობელი მიშა მშვილდაძე რუსებს აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, რომ – პლაჟზე, დიახ, უნდა დაადგე რუს ტურისტს. გემით რომ ჩამოდის ტურისტი, აქცია უნდა მოუწყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი
Next: ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში – დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.