Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია

მარშალ პრესი 15/09/2026
irakli kobakhidze
ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია  არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.
„ცნება რუსოფობია კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია უნდა მოვკლათ ჩანასახშივე საქართველოში. რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ განთქმული ისტორიულად სტუმარ-მასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის. 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია, თუ ოდესმე შეიძლება ეს გაჩენილიყო, როდესაც 1 თვის წინ და 1 წლის წინ 400-ზე მეტი ადამიანი მოგიკლეს, განხორციელდა ოკუპაცია, 30 000 კაცი გამოგიდევნეს. ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია ხომ მაშინ უნდა ყოფილიყო. მაშინ არავის არ გაუპროტესტებია რუსი ტურისტი იმიტომ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყო. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე –  მთავარი რუსოფობები –  გამოდიოდნენ და სიამაყით ამბობდნენ, როგორი გახურებული ტურიზმი გვქონდა რუსეთთან, როგორი გახურებული ბიზნეს ურთიერთობები გვქონდა.  დღევანდელი გამოგონილი რუსოფობები, ხელოვნურად გარუსოფობებული ადამიანები. ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაცები ხელოვნურად შეგიძლია დაალაგო. როგორც აფხაზებში დაალაგეს ხელოვნურად ქართველოფობია, ანალოგიურად ჩვენთანაც არის ძალა, უცხოური ძალა, რომელიც ხელოვნურად ალაგებს ქსენოფობიას კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსოფობიის სახით. ამას აქვს ორი მიზანი: პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ესკალაციის გამოწვევა და მეორე – ეს არის ეკონომიკური პრობლემების შექმნა.
მადლობა ღმერთს, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მათ შორის იმის შედეგად, რომ რუსოფობიას დავარქვით თავისი სახელი, ამიტომ არ მოსწონს აგენტურას ცნება,  განა რუსოფობია არ მოსწონთ, ცნება რუსოფობია არ მოსწონთ იმიტომ, რომ ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ.  ამიტომ უნდათ, რომ მოკლან ცნება რუსოფობია და არა რუსოფობია ჩვენს ქვეყანაში.  ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია. ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია  არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. როდესაც ცდილობ ადამიანებს დააჯერო ის, რომ კონკრეტული ერი შეიძლება იყოს ცუდი, ერი და ხალხი – საზოგადოებას უნდა გეგონოს ბნელი. ვიღაცებს ჰგონიათ, ამ უცხოელ პატრონებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით ადამიანებს ნახავენ, თუნდაც 5%-ს, 3%-ს, არ ვიცი რამდენის იმედი აქვთ, რომელიც ისეთი ბნელია, რომ ამ კამპანიას აჰყვება.
მართლა არიან ადამიანები,  თითზე ჩამოსათვლელი, ცოტა, აგენტურის რაღაც ბირთვი, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება, მაგრამ ქართველი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ორგანულია აბსოლუტურად ტოლერანტობა და არაორგანულია ქსენოფობია ნებისმიერი გამოვლინებით, ამ კამპანიას არ აჰყვება. მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუპირისპირდეთ არა ტერმინ ქსენოფობიას და რუსოფობიას, არამედ რუსოფობიას ძირშივე. მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, კონკრეტულად რუსოფობიის სახით.  რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას – ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ  პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ.“ – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი
Next: ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.