Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სარჯველაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: პრობლემა ისაა, რომ ისინი ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი

მარშალ პრესი 09/07/2022
მიხეილ სარჯველაძე

პრობლემა ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი. მათ სურთ, რომ რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს ეს ადამიანი, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში, დავაყენოთ კანონზე მაღლა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მიზანშეწონილობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. პრეზიდენტს აქვს ამის დისკრეცია, მაგრამ მან რამდენჯერმე კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას. ამაში ვეთანხმები, იმიტომ რომ სწორია, ლოგიკურია, დამაჯერებელია და არგუმენტირებულია მისი უარი. დაახლოებით იმავენაირად ვუყურებ ამ საკითხს მე, მაგრამ ჩვენ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამის რეალური რესურსი და მექანიზმიც არ გვაქვს. არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. პრობლემა ისაა, რომ ისინი ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი. მათ სურთ, რომ რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს ეს ადამიანი, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში, დავაყენოთ კანონზე მაღლა. ისინი ცდილობენ, ეს როგორმე კანონიერად შეფუთონ და მოუძებნონ კანონიერი ფორმა, თუმცა ეს არადამაჯერებელი გამოდის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Continue Reading

Previous: ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება – თენგიზ ცერცვაძის განმარტება
Next: მიხეილ სარჯველაძე: საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით შეთავაზებული თანმიმდევრობის სქემა არავის მიმართ ულტიმატუმი არ ყოფილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025