Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

მარშალ პრესი 09/07/2022
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განმარტა, ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება.

„ვისაც, ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო, მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები – უკეთდება მათ, ვისაც არის 50 წლის ზემოთ ან აქვს, რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება,ან ცალკეულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულებითაც კეთდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი 12 პუნქტის შესრულება, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც
Next: სარჯველაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: პრობლემა ისაა, რომ ისინი ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.