Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი 12 პუნქტის შესრულება, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც

მარშალ პრესი 09/07/2022
სარჯველაძე

ამ წუთას ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ 12-პუნქტიანი გეგმაა, რომელიც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციამდე მიიყვანს.

„ნურავის გავუღვივებთ ინტერესს ან განცდას, რომ ვინმეს შესაძლებლობები აქვს, რომ რაღაც დესტრუქციული გეგმების განხორციელებაზე ილაპარაკოს. ასევე, ულტიმატუმით საუბრის შესაძლებლობაც არავის უნდა ჰქონდეს, ქვეყნისთვის მთავარი ინტერესი ეს არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან 12 პუნქტთან დაკავშირებით ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტების სიუხვეა, თუ როგორ აირიდონ მონაწილეობის აუცილებლობა ამ პროცესებში.

Post navigation

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა
Next: ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.