Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

მარშალ პრესი 10/09/2026
untitled-design-47

სასწავლო პროცესის დაწყებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებისა და სამზარეულოების მდგომარეობას ამოწმებს.

სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება – სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, უვნებელი სასმელი წყალი, პერსონალის მზადყოფნა ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც საბავშვო ბაღების კვების ბლოკებმა უნდა დააკმაყოფილოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს.

Post navigation

Previous: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.