Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე – ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

მარშალ პრესი 10/09/2026
levan maxashvili

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე – ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.

მისი თქმით, გერმანიასა და ისლანდიაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი, როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობასაც კარგავს.

„არ უნდა გქონდეს საშინაო პოლიტიკა, არ უნდა აწარმოო შენი საპარლამენტო ცხოვრება, არ უნდა გქონდეს საგარეო პოლიტიკა – მათ უნდა დაეკითხო ყველაფერზე: რა გაიტანო, რა შემოიტანო, ვისთან გქონდეს ურთიერთობა. როდის და რამდენი ისუნთქო. ასეთ აბსურდამდე მივიდა ის არასწორი პოლიტიკა, რასაც ბრიუსელი ატარებდა.

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე – ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ. იმ არჩევნებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც ისლანდიასა და გერმანიაში ჩატარდა, როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობასაც კარგავენ.

ამიტომ ასეთი განწირული განცხადებები, ერთი მხრივ, გამაოგნებელია, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე აღარ არის გასაკვირი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

Post navigation

Previous: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
Next: ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.