Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

მარშალ პრესი 10/09/2026
nino tsilosani

უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

„როგორც ჩანს, ისინი გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას უკრძალავენ მათგან განსხვავებული იდეოლოგიისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მარტა კოსის განცხადებები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაკვირვებს, თუმცა, ამ განცხადებამ ალბათ, ყველა წინა ნათქვამზე უფრო მეტად მოჰფინა ნათელი მოცემულობას, როგორი მონური მორჩილების წევრების მიღებას გეგმავს თურმე, ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს მარტა კოსის განცხადებაში ძალიან კარგად ჩანს”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

 

Post navigation

Previous: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
Next: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.