Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

მარშალ პრესი 10/09/2026
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
Next: გურიაში წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.