გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე გურიის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძესთან, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
“მუნიციპალიტეტებში გამართულ ღონისძიებებზე საჯარო და სამრევლო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დავაჯილდოვეთ. მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. ჩვენი სამთავრობო გუნდის პრიორიტეტია ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე, რათა თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს საკუათარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება”. – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. ქალაქ ოზურგეთში ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: 96 ოქროს მედალოსანი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე 7 აბიტურიენტი და მათი აღმზრდელი 6 სკოლა. ხოლო ლანჩხუთში 26 ოქროს და 5 ვერცხლის მედალოსანი.
