Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით

მარშალ პრესი 10/09/2026
irakli kircxalia1

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალია გამოეხმაურა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს.

“მარტა კოსისთვის, კაია კალასისთვის და დღევანდელი ბრიუსელისთვის, დემოკრატია არის უკუღმა – უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება“, – აღნიშნა მან.

კირცხალიამ ასევე უპასუხა კითხვას: ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში კანონები არის შესაცვლელი. რას ნიშნავს ეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი იცვლება?

“ეს განცხადება ალბათ დაუდეს, ალბათ წარმოდგენაც არ აქვს რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. ესეც მიუთითებს იმ გაცვეთილ სცენარებზე და დაობებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მძვინვარებს“.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც
Next: სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.