Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივშია დაკარგული – ყველა ცრუ განცხადება იქნება ჩვენი მხრიდან მხილებული

მარშალ პრესი 09/09/2026
shalva papuashvili1

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღმაშფოთებელია, როდესაც საერთაშორისო ტრიბუნები დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ნებისმიერ პლატფორმაზე საჭიროა იმ წარმომადგენლების მხილება, რომლებიც ევროკავშირის, სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის სახელით ქართველ ხალხს ცილს სწამებენ.

პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში დაიკარგა და ვერ გამოდის იმ დღის წესრიგიდან, რომლის თავს მოხვევასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ ცდილობდნენ. ეს ნარატივი, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა და მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა, სპიკერის თქმით, სრულად დაიმსხვრა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა საქმე გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია, ხოლო 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა დანაშაულის აღიარებას ადასტურებს.

“აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის.

ჩვენ უფრო მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს და ეს არის ცილისწამება.

მე აღვნიშნე კიდევაც დღეს, ამ საკითხს მივუძღვენი სოცქსელში ასევე გამოხმაურება, რომ ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან.

ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია, ვნახეთ ჩვენ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა ეს დანაშაული. ახლა მოჭიდება ისევ კვლავ ამ ცრუ ნარატივზე, უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა.

ამიტომ, უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უპირველეს ყოვლისა უარი უნდა თქვას აგრესიულ რიტორიკაზე საქართველოს წინააღმდეგ და მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ და მეორე – უარი თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. არაა აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ასე შემდეგ, უკვე ზედმეტიც კი არის.

უბრალოდ ეწინააღმდეგება საღ აზრს, როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ყველა ცრუ განცხადება ევროკავშირის მხრიდან იქნება, თუ ნებისმიერი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მხრიდან, იქნება რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან მხილებული,”- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: იაგო ხვიჩიას შეფასებით, ზურა ჯაფარიძე არის თავისუფლების მტერი
Next: მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.