Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იაგო ხვიჩიას შეფასებით, ზურა ჯაფარიძე არის თავისუფლების მტერი

მარშალ პრესი 09/09/2026
iago khvichia

“გირჩი” სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან “თავისუფალი ხალხის პარტია” ერქმევა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “გირჩის” სახელით პარაზიტირების საშუალება არც აქამდე უნდა მიეცათ.

“მინდა მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ – “გირჩი” სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით – თავისუფალი ხალხის პარტია. ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა – ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი ლიბერალი და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. საშუალება არ უნდა მიგვეცა ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

Post navigation

Previous: კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა
Next: შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივშია დაკარგული – ყველა ცრუ განცხადება იქნება ჩვენი მხრიდან მხილებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.