Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე

მარშალ პრესი 09/09/2026
maka bochorishvili

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც პარიზში გაიმართება.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივშია დაკარგული – ყველა ცრუ განცხადება იქნება ჩვენი მხრიდან მხილებული
Next: დავით ქართველიშვილი: ამერიკისა და ევროპის გაყოფა, MAGA-ს დაპირისპირება ევროპულ ისტებლიშმენტთან და შემდეგ იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებენ მოკავშირეები ერთმანეთისადმი ნდობას – კრემლისთვის იდეალური სტრატეგიაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.