Skip to content
09/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

მარშალ პრესი 08/09/2026
eka sepashvili

„საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით, არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ რატიფიცირების საკითხი.

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს. „დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას. საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით, არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ეს არის სესხი, რომლის გადახდაც ქვეყანას 25 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოუწევს, თუმცა შესრულების ვადები გაცილებით ნაკლებია როგორც რკინიგზის, ასევე გზების მიმართულებით და ის გაცილებით ადრე დასრულდება.

ეს რთული ინფრასტრუქტურული პროექტებია და, თავისთავად ცხადია, რომ ეს პროექტები და კაპიტალდაბანდებები, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს არა მხოლოდ რკინიგზისა და გზების განვითარებას, არამედ მულტიპლიკაციური ეფექტის საშუალებით მთლიანად ეკონომიკაზე აისახება, რაც კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებს. ეს, თავისთავად, გულისხმობს მეტ სოციალურ გარანტიებს, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ აისახება ეს პროექტები საქართველოს მომავალ განვითარებაზე, იმ ეკონომიკურ ჯაჭვზე, რომელზეც ეს პროექტები გავლენას მოახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ექსპორტზე, იმპორტზე, სხვა მონათესავე, იგივე ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმისა და ა.შ. დარგების განვითარებაზე? მე დარწმუნებული ვარ, ასეთი მსხვილი ეკონომიკური პროექტები დადებითად აისახება განვითარებაზე და სამინისტროში, თუ გაქვთ რაიმე გათვლა ამასთან დაკავშირებით გაკეთებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. გიორგი კაკაურიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კეთდება გათვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების ფარგლებში და რა ეფექტის მომტანი იქნება პროექტი. მისი თქმით, პროექტი რკინიგზაზე ახალი ინფრასტრუქტურის განხორციელებას არ ითვალისწინებს და ეს არის ჩანაცვლების პროექტი. გზების შემთხვევაში კი, მისი თქმით, მოსალოდნელია გაცილებით დიდი ეფექტი.

Post navigation

Previous: საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ
Next: თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.