Skip to content
09/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

მარშალ პრესი 08/09/2026
1

საქართველოს პარლამენტის წევრები – ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე – სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ.

დემობანაკი, რომლის ავტორია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ორგანიზებით საქართველოში პირველად განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის დემოგრაფიული ცოდნის გაღრმავებას.

ბანაკის ერთკვირიანი პროგრამა დატვირთული იყო ტრენინგებით, ვორკშოპებითა და სიმულაციური თამაშებით. ახალგაზრდები გაეცნენ მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ ისტორიას, განვითარების პერსპექტივებს, ქრისტიანობის როლს ეროვნულ იდენტობაში, ასევე ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში.

დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საქართველოს დემოგრაფიული ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ნარკოპოლიტიკაზე, აბორტზე, ქორწინებაზე, მიგრაციასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ქადაგიძე დემობანაკის მონაწილეებს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდული პოლიტიკის როლზე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს გააცნო სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, და ბანაკის მონაწილეებს თემატური სიმულაციური თამაშები ჩაუტარა.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დიალოგში, დისკუსიასა და სიმულაციურ თამაშებში. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეთა თხოვნით, სტუმრებმა დემობანაკის დიდ ბანერზე საკუთარი სურვილები დატოვეს.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა
Next: ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.