Skip to content
09/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

მარშალ პრესი 08/09/2026
tea tsulukiani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ჰქონდა დაკისრებული.

„როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე, თუ წელიწადში შემოდიოდა, (შევარდნაძის დროა ეს), ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანასაც ორგანიზება გაუწია რუსეთის ფედერაციამ, სხვათა შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით. ეს ცალსახად უნდა ითქვას, მათ შორის იყო, მაგალითად, საია, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არა მხოლოდ ის. რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, მაგრამ წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, საია-ს ეკისრა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
Next: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.