Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მოლდოვაში ევროკავშირის ელჩი: ბრიუსელი ​კიშინიოვისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის მიერთებას არ ითხოვს

მარშალ პრესი 09/07/2022
იანის მაჟეიქსი

მოლდოვაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანის მაჟეიქსი აცხადებს, რომ ბრიუსელი ​კიშინიოვისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის მიერთებას არ ითხოვს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლით „მოხარული იქნება“. ამის შესახებ მაჟეიქსმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„ევროკავშირი არ ითხოვს – ჩვენ გვესმის, რომ მოლდოვა სპეციფიკურ სიტუაციაშია და ზოგჯერ შეუძლებელი იყო ამა თუ იმ ნაბიჯებისთვის მიერთება. თუმცა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისიც, როგორი იქნება წინსვლა ამ მიმართულებით“, – აღნიშნავს დიპლომატი.

მაჟეიქსის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან ყველა მოელის, რომ ისინი თანდათან დაუახლოებენ საკუთარ საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკას.

„მკაცრი მოთხოვნა არ არსებობს, მაგრამ მოხარულები ვიქნებით, თუ მოლდოვა ამა თუ იმ სანქციებს შეუერთდება“, – აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

Continue Reading

Previous: ხათუნა სამნიძე: ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენ მზად არ ვართ
Next: მეუფე იაკობი: საქართველოს ევროპული პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ?! ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025