Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენ მზად არ ვართ

მარშალ პრესი 09/07/2022
სამნიძე

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორი იქნება არჩევნები, 2024 წელს იქნება, თუ რიგგარეშე, ამას ისევ პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, რადგან რაიმე პროგნოზის გაკეთება ახლა რთულია.

,,როგორი იქნება არჩევნები, 2024 წელს იქნება, თუ – რიგგარეშე, ამას ისევ პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, ძალიან რთულია ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას. ამისთვის მეტი დრო გვჭირდება, მეტი მხილება გვჭირდება ,,ქართული ოცნების’’, ეს არ ნიშნავს რომ ხვალ არჩევნები რომ იყოს, ,,ქართული ოცნება’’ ძალიან ადვილად გაიმარჯვებს, ისევ მიმართავს თავის ჩვეულ გზას გაყალბებისკენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სისტემა არის გამართული, სისტემა ჯერ გამართული არ არის როგორც იცით. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები ზუსტად ხედავენ, რას აკეთებს ოპოზიცია და რას აკეთებს ხელისუფლება და ზუსტად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში აქტიური იქნება ჩვენი მოქალაქე. პოლიტიკური პროცესია ესეც, შეიძლება არჩევნები იყოს რიგგარეშე თუ რიგითი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ წარვდგეთ ამომრჩეველთან მკაფიო გზავნილებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Post navigation

Previous: პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
Next: მოლდოვაში ევროკავშირის ელჩი: ბრიუსელი ​კიშინიოვისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის მიერთებას არ ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.