Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს – 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა

მარშალ პრესი 07/09/2026
irakli kobakhidze10

საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა.

„საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
Next: ირაკლი კობახიძე – მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.