Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

მარშალ პრესი 07/09/2026
irakli kobakhidze new

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ზაზა შათირიშვილის წერილზე, სადაც ფილოსოფოსი წერს, რომ გერმანიაში სახელისუფლებო ძალები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავს ესხმიან, ასევე საუბრობენ ამ პარტიის აკრძალვაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ AfD-ის რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე საკმაოდ მაღალი რისკი ექმნება არსებულ მმართველ კოალიციას.

„ამასთან ერთად ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რაც განვითარდა პირველ რიგში უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიპ სტეიტის“ მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და შესაბამისად ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე
Next: ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს – 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.