Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები

მარშალ პრესი 07/09/2026
irakli kobakhidze

წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა  გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას.

„მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა პრობლემები, რომელიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან. წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს იმისათვის, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე. ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები და წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა. ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე. წელიწადში და 5 თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი.

პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როდესაც უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი. იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან. მე ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი. პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას, ამის შემდეგ ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გუნდმა მოახერხა, სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი, თუმცა არათუ პარლამენტიდან, არამედ მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს – 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა
Next: პრემიერი – მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.