Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, “გემოფესტზე” იმყოფებოდა

მარშალ პრესი 06/09/2026
gemofest
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, “გემოფესტზე” იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.
ფესტივალში 20-მდე კომპანია  მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
“გემოფესტი” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.

Post navigation

Previous: გასაგდები იყო და გავაგდეთ – ბონდო თედორაძე ნიკა მელიაზე
Next: ნინია კაკაბაძე გაცოფებულია ირაკლი ალასანიას გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.