Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გასაგდები იყო და გავაგდეთ – ბონდო თედორაძე ნიკა მელიაზე

მარშალ პრესი 06/09/2026
BONDO TEDORADZE1

ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში წერს იმ მიზეზებზე, თუ რატომ გაუშვეს ნიკა მელია პარტიიდან.

“ხშირად მახსენებენ ჩემი მეგობრები, ბრიფინგზე დადექი მელიას გადადგომის მოთხოვნით და მერე პარტიიდან გააგდეთ კაციო, ძირითადად პარტია ახლების წევრები, რომლებიც ნამდვილად არიან ჩემი მეგობრები!

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება, არ მიმიღია ცხოვრებაში! გასაგდები იყო და გავაგდეთ!

რატომ? იმიტომ, რომ მაშინაც ასე აგრესიული და უზრდელი დამოკიდებულება ჰქონდა მიშას მიმართ!

პირადად გამოვცადე მისი აგრესიული დამოკიდებულება, ლევან ვარშალომიძის და ნიკა მელიას არჩევნების დროსაც კი! ვარშალომიძეს ვინც მხარი დაუჭირა, ყველა ლანძღვით წაშალა ფეისბუკიდან და როცა დავურეკე და ვკითხე რატომ აკეთებ ამას თქო, ზემოდან ,,ვერხით” დააპირა ჩემი ,,დაკაჩავება” რაც ვერ გაუვიდოდა რა თქმა უნდა!

არ ვილანძღები, არ ვაყენებ პირად შეურაცხყოფას, თუმცა, რა გამიტარებია ცხოვრებაში, რომ თავისუფლებაზე მყოფ ნიკა მელიას არ შევახსენო ციხეში მისი საქციელი, დამოკიდებულება მიშას მიმართ!

აქვე, იმ ხალხის გამკვირვებია, პარტია “აჰლამდე”, მიშას სიყვარულს რომ ჰპირდებოდით, უმტკიცებდით საჯაროდ დიდ ერთგულებას და დღეს კაცურ საქციელზეც კი ვერ აკეთებთ აქცენტს!

ისტორია შემოინახავს კადრებს: როგორ იბრძვის მიშა ციხეში, ხელსაც კი ურტყამს ბადრაგს როცა აშკარა აგრესიას გამოხატავენ მის მიმართ და როგორ მორჩილებაში არიან ადმინისტრაციის წინაშე ბევრი სახვა ,,პოლიტ პატიმარი”

თუ დაგაინტერესბთ რას ვგულისხმობ, გეტყვით პირადში როცა მკითხავთ. თავისუფლება მიშა და როცა ეს დღე დადგება, მერე დაინახავთ რა პატარები არიან მაგინარი პოლიტიკოსები მისი ავტორიტეტის წინაშე! მალე დადგება ეს დრო!”- წერს ბონდო თედორაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, “გემოფესტზე” იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.