Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ნინია კაკაბაძე გაცოფებულია ირაკლი ალასანიას გამო

მარშალ პრესი 06/09/2026
250

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

„არაფერი იდუმალი, სოხუმელმა ბიზნესმენმა გახსნა კაჭრეთში ავიასადგომი და დაპატიჟეს ვეტერანთა ორგანიზაციაც, სადაც ერთ-ერთი წევრია, ლ’ამაზად კი გაუქარდავთ“- ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ნინია კაკაბაძეს მას შემდეგ, რაც მან გაოცება გამოხატა ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას დასწრებაზე.

ფანჯიკიძის ამ განმარტებას კაკაბაძემაც უპასუხა და მიუგო, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ყოვლად მიუღებელია.

„იმედის ქარდის გარეშეც, ქებურიას ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ! კონცერტებზე და თეატრში აღარ დავდივართ, იქ ქოცებს რომ არ გადავეყაროთ. რა საჭიროა ახლა ეს ამდენი პოლემიკა?! ეგრე ხდება, გაჩუმებით იწყება კონფორმიზმი და მერე გრძელდება როგორც თამარამ დაწერა ამაშუკელმა. ამიტომ, რომ გითხრა რამე მიკვირსთქო, მოგატყუებ. მეტს აღარ მოგწერ. ირაკლის იქ მისვლა და შენი თავის მართლება უხარიათ ახლა ქეთევან-ლაშა მიქიაშვილებს, თუ მაროშკინებს. თორემ ჩემი ლანძღვა, მე რომ მხოლოდ მახარებს, ეგ კარგად იციან“, – უპასუხა ნინია კაკაბაძემ ფანჯიკიძეს.

კაკაბაძემ ასევე დაამატა, რომ გაუგებარია, როგორ შეუძლია ირაკლი ალასანიას „ასე ჯდომა და ამ ბოროტების მანქანის სმენა“ და ფანჯიკიძეს სთხოვა ალასანიასთვის გადაეცა, რომ „ძალიან სამწუხაროა მისი ამ მდგომარეობაში ყურება.“

აქვე, კაკაბაძემ ფანჯიკიძის მიმართ მუქარანარევი რეპლიკით დაასრულა: „ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ.“

Post navigation

Previous: გასაგდები იყო და გავაგდეთ – ბონდო თედორაძე ნიკა მელიაზე
Next: ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები – ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.