Skip to content
05/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილის ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები – დავით ნებიერიძე

მარშალ პრესი 05/09/2026
david nebieridze

მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი – წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ნებიერიძე წერს, სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.

„ მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი. ყურადღება მისი მხარდამჭერების კომენტარებზე მინდა გავაკეთო, სადაც მიშას ამ პოსტების პასუხად გამოიკვეთა მთავარი სლოგანი: მიშას ადანაშაულებენ რომ ცუდად არჩევდა საკუთარი გუნდის წევრებს და ყველამ “უღალატა”.
ბატონებო, ამ კრიტერიუმებით თუ შეაფასებთ მიშას მოღვაწეობას, მაშინ გამოდის, რომ მასსა და ბიძინას შორის არანაირი განსხვავება არ არის. გადახედეთ ქოცების პოზიციებს. ისინიც იგივეს ჩივიან – ბიძინას არავინ გაუმართლა და ყველამ უღალატაო.

მემგონი უკიდურესად ცუდი ფაქტია როდესაც იდენტური შეფასებები ხდება. ჰო და იქნებ დაფიქრდეთ და დასვათ კითხვა: იქნებ მათივე ბრალია ეს შედეგი? იქნებ მათივე მართვის სტილი იწვევს იმ შედეგებს, რომ მათთან ერთად ბრძოლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება.“ – წერს ნებიერიძე.

Post navigation

Previous: სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა
Next: მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.