სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები მიმდინარეობს:
• ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• ხევი -ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში კი:
• „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
• გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფ. გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
