Skip to content
05/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

მარშალ პრესი 05/09/2026
505

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში,  საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული სწავლება ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში ჩაატარეს, სადაც  მათ ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი, პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით შეასრულეს.

საპარაშუტო მომზადების 3-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. პარაშუტისტებმა საფრენ აპარატში მოქმედების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს.  

პარაშუტისტებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართა, კურსის დასრულება მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

Post navigation

Previous: სააკაშვილის ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები – დავით ნებიერიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.