Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერმაკთან დაკავშირებული საკითხებით დღეს უკვე აშშ-ის კონგრესი დაინტერესდა, ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს

მარშალ პრესი 09/07/2022
დავით ქართველიშვილი

ერმაკთან დაკავშირებული სხვა საკითხებით, დღეს უკვე აშშ-ის კონგრესი დაინტერესდა, რომელიც ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყოვნებლივ მიაწოდოს. ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლები ხმამაღლა საუბრობდნენ ზელენსკის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე, რომელიც კრემლის ძირითადი „გავლენის აგენტია“ უკრაინაში.

„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლები ვასილ ბურბა (თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ექს-შეფი) და გენადი მოსკალი (შსს-ის თადარიგის გენერალი) ხმამაღლა საუბრობდნენ ზელენსკის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე, როგორც „ვირთხაზე“, ФСБ-ს საიდუმლო თანამშრომელზე, მეტსახელად „ტიმოფეევი“, რომელიც კრემლის ძირითადი „გავლენის აგენტია“ უკრაინაში. ასევე, უკვე ომის პერიოდში, ჩვენ სწორედ ერმაკის გუნდის წევრებზე ვწერდით, რომლებიც ФСБ-ს თანამშრომლის, აშშ-ში შპიონაჟის ბრალდებით მსჯავრდადებულის, შემდგომ დეპორტირებული და ამჟამად რუსეთის დუმას დეპუტატის მარია ბუტინას დახმარებით, უკრაინის „ტერიტორიული თავდაცვის პროგრამის“ ფარგლებში, რუსეთიდან ავტომატური ცეცხლსასროლის იარაღის შემოტანით იყვნენ დაკავებულები. და აი, ამ და ერმაკთან დაკავშირებული სხვა საკითხებით, დღეს უკვე აშშ-ის კონგრესი დაინტერესდა, რომელიც ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყოვნებლივ მიაწოდოს. შესაბამისი წერილით შტატების პრეზიდენტს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა მიმართა და ამ მოთხოვნის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე: დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს, მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი „პუტინის მოწინააღმდეგე” რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება
Next: გილოცავთ, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის ვეღარ მოიცლის, სამიზნეში აშშ-ს კონგრესი აიყვანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.