Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს, მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი „პუტინის მოწინააღმდეგე” რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება

მარშალ პრესი 09/07/2022
ედიშერ გვენეტაძე

გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან! – წერს ედიშერ გვენეტაძე კონგრესმენი ვიქტორია სპარცის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილის შესახებ.

როგორც გვენეტაძე წერს, წინ დიდი სანახაობები გველოდება.

,,დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს! მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი „პუტინის მოწინააღმდეგე“ რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება! უდიდესი გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა, კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან! და უდიდეს „მაყუთებს“ ღუნავენ!

აი, აქვე ნახეთ აქაური და იქაური ნაცების სათაყვანო ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის დიდად „პატივცემული“ ერმაკის ოდისეა! ეჭვგარეშეა ამ აფერისტებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან აქედან გადახვეწილი აფერისტგაქნილები: მერაბიშვილები, ლორთქიფანიძეები, ადეიშვილები, რომელთაც ისე სტკივათ უკრაინა, როგორც მე აცტეკების ტომები!

ამათი იქ ყოფნის მთავარი ამოცანაა იქ არსებული მათივე ბიზნესების დაცვა და ახალა შემოსული თანხების ჯიბეებში ჩაცინცილება! ნათქვამია: „არაფერი არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო!“ ამიტომაც ძალიან დიდი სანახაობები გვევლინება წინ, ძალიან დიდი! მოიმზადეთ პოპკორნი!” – წერს გვენეტაძე.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

Continue Reading

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ყველაფერი ზედაპირზე ამოტივტივდა – ამჯერად კონგრესმენი ვიქტორია სპარცი, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს
Next: დავით ქართველიშვილი: ერმაკთან დაკავშირებული საკითხებით დღეს უკვე აშშ-ის კონგრესი დაინტერესდა, ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025