Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გილოცავთ, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის ვეღარ მოიცლის, სამიზნეში აშშ-ს კონგრესი აიყვანა

მარშალ პრესი 09/07/2022
დავით ქართველიშვილი

გილოცავთ. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის ვეღარ მოიცლის. მან ამჟამად სამიზნეში აშშ-ს კონგრესი აიყვანა. უკრაინის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კონგრესმენ ვიქტორია სპარცის ინიციატივას – დაწყებულიყო ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის შესწავლა რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი შესაძლო კავშირების თაობაზე – ასე უპასუხა: „განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ უკრაინული წარმოშობის კონგრესმენების მხრიდან“. – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლაკონური და ჩვენთვის ნაცნობი ფორმულირებაა, რომელიც თამამად შეგვიძლია გადავუმისამართოთ უკრაინას იმავე ტექსტით: “განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ქართული წარმოშობის დეპუტატების მხრიდან”.

„გილოცავთ. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის ვეღარ მოიცლის. მან ამჟამად სამიზნეში აშშ-ს კონგრესი აიყვანა. უკრაინის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კონგრესმენ ვიქტორია სპარცის ინიციატივას – დაწყებულიყო ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის შესწავლა რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი შესაძლო კავშირების თაობაზე – ასე უპასუხა: „განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ უკრაინული წარმოშობის კონგრესმენების მხრიდან“.

რა ლაკონური და ჩვენთვის ნაცნობი ფორმულირებაა, რომელიც თამამად შეგვიძლია გადავუმისამართოთ უკრაინას იმავე ტექსტით: “განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ქართული წარმოშობის დეპუტატების მხრიდან”. მაგრამ, დავუბრუნდეთ კონგრესმენ ვიქტორია სპარცის ინიციატივას.

თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი, მეტსახელად “ტიმოფეევი”, ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესმოკლებულია ის ფაქტები, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) სპეცდანიშნულების დანაყოფს.

ნუთუ არ არის საინტერესო, რომ ერმაკის მამის მოადგილეს იმ პერიოდში წარმოადგენდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას მამა, რომელიც დღეს ერევანში ქვეყნის ელჩად მუშაობს, და სომხეთის აშკარა პრორუსული განწყობების მიუხედავად, ქვეყნიდან გამოწვეულიც კი არ არის. ნუთუ ინტერესმოკლებულია ასევე და “შემთხვევითობას” შეგვიძლია მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დმიტრი კოზაკი, ქალაქ ჩერკასში ცხოვრების პერიოდში ერმაკების მეზობელი იყო და მეგობრობდა მამამისთან.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი ანდრეი ერმაკის შრომითი ბიოგრაფიიდან – წლების განმავლობაში ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიიდან” რადას ყოფილი დეპუტატის, ოსური წარმომავლობის ცნობილი უკრაინელი მოჭიდავის, კიევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია “სავლოხა”-ს (ლიდერი ბორის სავლოხოვი) აქტიური წევრის – ელბრუს თედეევის იურისტი და თანაშემწე.

ასე რომ, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენის კითხვები რამდენად მართებულია, თავად განსაჯეთ. იმედია აშშ-ს ობიექტური, მიუკერძოებელი “გამოძიება” ყველა თემას ფარდას ახდის“ – წერს დავით ქართველიშვილი „Facebook”-ზე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ერმაკთან დაკავშირებული საკითხებით დღეს უკვე აშშ-ის კონგრესი დაინტერესდა, ვუერთდებით კონგრესმენის მოთხოვნას და მოუთმენლად ველით ამერიკის პრეზიდენტის პასუხს
Next: პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.