Skip to content
05/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის

მარშალ პრესი 05/09/2026
lado sadgobelashvili

რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ილუზიაა, თითქოს გარედან ზეწოლით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყანაში ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება.

სადღობელაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოიძებნოს „ფარული ბერკეტი“ ან „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის.

„- რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის.

– ილუზია იმისა, თითქოს გარეწნეხით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, მხოლოდ აცდენილია რეალობას. სანამ ოპოზიცია საკუთარი ხალხის ინტერესების ნაცვლად უცხოური ცენტრების დირექტივებით იმოქმედებს, მათ ნებისმიერ სცენარს იგივე ფინალი ექნება ანუ სრული პოლიტიკური გაკოტრება და ხალხისგან საბოლოო იზოლაცია.

– ამიტომ, ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს!“ – წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ნინო წილოსანს მივმართავ, ძვირფასო, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ – ნიკა გვარამია
Next: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის “დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.