Skip to content
05/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო წილოსანს მივმართავ, ძვირფასო, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 05/09/2026
nika gvaramia

„ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.

გვარამიას თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია აქვს იმ პროცესების შესახებ, რაც მმართველ გუნდში ხდება და მოუწოდებს დაოკდეს და დაუჯეროს, რადგან მისთვის ასე აჯობებს.

„ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგეგულიანებ რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება. დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ. ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და ისე ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.“- განაცხადა გვარამიამ.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
Next: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.