Skip to content
05/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის “დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

მარშალ პრესი 05/09/2026
zurab-japaridze

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებებში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას აკრიტიკებს და ამ შეზღუდვას თანამედროვე სამყაროში გაუმართლებლად მიიჩნევს.

ჯაფარიძის თქმით, მისნაირი ადამიანისთვის ინტერნეტის გარეშე ყოფნა რეალურად წამების ტოლფასია.

“ჩემნაირი ადამიანისთვის მგონი მართლა წამებასთან გათანაბრებული რამეა, როცა არ გაქვს წვდომა ინტერნეტთან. თუნდაც მარტო Google-ი და ვიკიპედია რომ აიღო, თავი დაანებო, YouTube-ს და რაღაცებს… მაგის ახსნა არ არსებობს 21-ე საუკუნეში. მე შეიძლება შემიზღუდო კომუნიკაციის საშუალება გარეთ და მე ვერაფერი ვერ გავაგზავნო იმიტომ, რომ არ ვიცი… ჩემ შემთხვევაში რისი ეშინიათ, რომ რევოლუციას მოვახდენ შიგნიდან?! პირობითად ვიძახი, მაგრამ რატომ არ უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ რაღაცა დავგუგლო, რაღაც ვიკიპედიაში ვნახო, ან YouTube-ზე რაღაცას ვუყურო, მართლა არ მესმის.“- განაცხადა ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის
Next: დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.