Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ფოჩხუა ანდრეი ერმაკზე: ეს ის ერმაკია, რომელთანაც ვახტანგ სანაიამ სამარცხვინო ინტერვიუ ჩაწერა და საქართველო რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა

მარშალ პრესი 09/07/2022
ნინო ფოჩხუა

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა, სასწრაფო წესით, გადაამოწმოს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის საეჭვო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა წერს, ჯერ სად არიან, მთავარია პანდორას ყუთი გაიხსნა, წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება.

„კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა, სასწრაფო წესით, გადაამოწმოს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საეჭვო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მოთხოვნას ვიქტორია სპარცი რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. ეს ის ერმაკია, რომელთანაც ვახტანგ სანაიამ სამარცხვინო ინტერვიუ ჩაწერა და საქართველო რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა. ასეა, თვითონ რუსების აგენტები და რუსეთისგან დაფინანსებული ადამიანები აქეთ უყენებენ ჩვენს ქვეყანას აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ ნათქვამია, სამართალმა პური ჭამაო. ჯერ სად არიან, მთავარია, პანდორას ყუთი გაიხსნა, წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

Post navigation

Previous: Credit Suisse-ის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა
Next: გია გაბრიჭიძე: აშშ-ის კონგრესში აქამდეც არსებობდა ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს არაკეთილსინდისიერად განკარგავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.