Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

Credit Suisse-ის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა

მარშალ პრესი 09/07/2022
კრედიტ სუის - Credit suisse

წლებია, მსოფლიოს ლიდერი სარეიტინგო კომპანია Fitch-ი შვეიცარიის საკრედიტო რეიტინგს უმაღლესი ნიშნით (AAA) აფასებს, რაც გულისხმობს დეფოლტის რისკის ყველაზე დაბალ დონეს.

როგორც BMG-ი წერს, ეს რეიტინგი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასური ვალდებულებების გადახდის განსაკუთრებულად ძლიერი შესაძლებლობები აქვთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომავლო მოვლენებმა.

რაც შეეხება უშუალოდ წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse Group AG-ს, მისმა რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ Fitch-მა დაწია (იყო A- და გახდა BBB+), შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Standar & Poor’s-მაც შეამცირა (იყო BBB+ და გახდა BBB), პერსპექტივა კი უარყოფითიდან სტაბილურისკენ შეიცვალა.

„Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც საერთოდ არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მიიჩნევს, რომ Credit Suisse-სთან დაკავშირებული ფაქტები ანგრევს შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მის იმიჯს.

როგორია შვეიცარიის საკრედიტო რეიტინგი? წლებია, მსოფლიოს ლიდერი სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს უმაღლესი ნიშნით (AAA) აფასებს, რაც გულისხმობს დეფოლტის რისკის ყველაზე დაბალ დონეს. ეს რეიტინგი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასური ვალდებულებების გადახდის განსაკუთრებულად ძლიერი შესაძლებლობები აქვთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომავლო მოვლენებმა.

რაც შეეხება უშუალოდ წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse Group AG-ს, მისმა რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ Fitch-მა დაწია (იყო A- და გახდა BBB+), შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Standar & Poor’s-მაც შეამცირა (იყო BBB+ და გახდა BBB), პერსპექტივა კი უარყოფითიდან სტაბილურისკენ შეიცვალა.

რეიტინგის შემცირებას წინ რამდენიმე სკანდალი უძღოდა, დაქვეითებამ კი კიდევ უფრო გაზარდა დაშორება მის ყველაზე დიდ შვეიცარიელ კონკურენტ UBSG-სთან, რომელსაც Standard & Poor’s-ისგან A- რეიტინგი და სტაბილურობის პერსპექტივა, ხოლო Fitch-ისგან A+ რეიტინგი და ასევე სტაბილურობის პერსპექტივა აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან $400 მილიონამდე დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც კელი დეგნანში საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია
Next: ნინო ფოჩხუა ანდრეი ერმაკზე: ეს ის ერმაკია, რომელთანაც ვახტანგ სანაიამ სამარცხვინო ინტერვიუ ჩაწერა და საქართველო რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.