Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: აშშ-ის კონგრესში აქამდეც არსებობდა ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს არაკეთილსინდისიერად განკარგავს

მარშალ პრესი 09/07/2022
გია გაბრიჭიძე

აშშ-ის კონგრესში აქამდეც არსებობდა ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს არაკეთილსინდისიერად განკარგავსდა დღეს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის „გადამოწმება მის რუსულ კავშირებთან მიმართებაში“ უკვე სერიოზული ქმედების საფუძველია, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე კონგრესმენი ვიქტორია სპარცის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებაა. აშშ-ის კონგრესში აქამდეც არსებობდა ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი არაკეთილსინდისიერად განკარგავს უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს და დღეს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის „გადამოწმება მის რუსულ კავშირებთან მიმართებაში“ უკვე სერიოზული ქმედების საფუძველია, რადგანაც აშშ-ის კონგრესმენი ამ სახელმწიფოს ზოგიერთი ელჩისგან განსხვავებით, არ არის საეჭვო რეპუტაციისა, თუ საქმიანობის არასამთავრობოების გავლენის ქვეშ და მისი ნებისმიერი ფრაზა საფუძვლიან ინფორმაციებს ეყრდნობა. დარწმუნებული ვარ, ერმაკის გარემოცვის შესწავლის შემდეგ იქ ამოტივტივდება გონჩარენკოს, არახამიასა და ჩვენი სხვა „მეგობრის“ გვარები“, – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

Continue Reading

Previous: ნინო ფოჩხუა ანდრეი ერმაკზე: ეს ის ერმაკია, რომელთანაც ვახტანგ სანაიამ სამარცხვინო ინტერვიუ ჩაწერა და საქართველო რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა
Next: თამთა მეგრელიშვილი: ყველაფერი ზედაპირზე ამოტივტივდა – ამჯერად კონგრესმენი ვიქტორია სპარცი, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025