Skip to content
29/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: ხელისუფლების მიზანი არ არის ადამიანის ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია

მარშალ პრესი 28/08/2026
nikoloz metreveli

“დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ნამდვილად არ არის ადამიანის ნებისმიერ ფასად ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია.”- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის გამართლებას, არამედ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანში ხედავს არა მხოლოდ მის წარსულს, არამედ მის შესაძლებლობასაც, რომ შეიცვალოს, გამოსწორდეს და კვლავ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

“დანაშაულს უნდა მოჰყვეს პასუხისმგებლობა, მაგრამ სამართალი შურისძიება არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ადამიანის გამოსწორება, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნებაცაა.

თუ ადამიანი აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ითხოვს პატიებას და მზად არის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ჰუმანურმა სახელმწიფომ მას მეორე შანსი უნდა მისცეს.

მოინანიე, აღიარე შეცდომა, ითხოვე პატიება და გააგრძელე ცხოვრება ისე, რომ იმავე გზას აღარ დაუბრუნდე. სწორედ ასეთ დროს ჩანს სახელმწიფოს ადამიანური სახე, როდესაც მას შეუძლია არა მხოლოდ დასჯა, არამედ პატიებაც.

გავიმეორებ, შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის გამართლებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანში ხედავს არა მხოლოდ მის წარსულს, არამედ მის შესაძლებლობასაც, რომ შეიცვალოს, გამოსწორდეს და კვლავ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.”- წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში
Next: თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.