Skip to content
29/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

მარშალ პრესი 28/08/2026
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, შეწყალება სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ საკუთარი ქმედების გააზრება, სინანული და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ქმნის.

მისივე თქმით, შეწყალების ინსტიტუტის მიზანი, კანონის დაცვასთან ერთად, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება, გამოვლენილი სინანული და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვა ქმნის.

პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს. პირის შეწყალება არის ჰუმანურობის გამოვლინება, რომლის მთავარი მიზანი, კანონის დაცვასთან ერთად, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა, როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი – ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს – გამართლებულია. შეწყალების ინსტიტუტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი სამართლებრივი ნაბიჯია, თუ მის წინაპირობას დანაშაულის ჩამდენი პირის განწყობა ქმნის. ვფიქრობ, შეწყალებული პირებისგან მაგალითი უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ქუჩის პროცესების დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღად იყვნენ გამოყენებულნი და პატრიოტიზმის სახელით ჩადენილი ამგვარი უკანონობა აღარ უნდა ჩაიდინონ და დაუშვან“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: ხელისუფლების მიზანი არ არის ადამიანის ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია
Next: ტფუჰ ეს ამაზრზენი ლექსიკით დედაკაცი , ჩერგოლეიშვილი – თაკო ჩარკვიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.