Skip to content
29/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში

მარშალ პრესი 28/08/2026
785279576_1078966498214535_7441319153444897237_n

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.

ვიცე-სპიკერი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღეს. ეს არის დიდი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელიც საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა.

განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ჩამოსვლა აქ, კახში, ამ ულამაზეს მხარეში, ისტორიულ ჰერეთში. აქ ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ ოთხი ათეული წლის წინ და მას შემდეგ ვცდილობ, შევინარჩუნო ურთიერთობა ამ ულამაზეს კუთხესთან და აქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი და მისი ლოცვა შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. დიდი მადლობა სიმტკიცისთვის და რწმენისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: ხელისუფლების მიზანი არ არის ადამიანის ციხეში დატოვება. პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალებაც, ამ მოცემულობის ნათელი დასტურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.