დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მე-2 კვარტლის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. მსგავსი სამუშაოები პარალელურად კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს:
არსებული ბეტონის საფარის დემონტაჟს;
ქვიშა-ხრეშის საფუძველზე ახალი, ხელოვნური საფარისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობას;
დამცავი ბადეების შეცვლასა და დამატებითი კვადრატული მილების დამონტაჟებას;
კალათბურთის ფარებისა და საფეხბურთო კარების განახლებას;
ლითონის კონსტრუქციების სრულ შეღებვას.
სამ მისამართზე მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი გაეცნენ.
