Skip to content
26/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

მარშალ პრესი 26/08/2026
jaba xubua

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო – ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი.- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „”ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

ხუბუას თქმით, „ფავლენიშვილს უვიცობასთან ერთად საკუთარმა ქვეცნობიერმაც დარია ხელი და ხმამაღლა ათქმევინა ის, რასაც საქართველოზე ფიქრობს – ეს ქვეყანა სიბნელისა და ბოროტების ციტადელიაო.“

„ტოლკინის ფანტასტიკაში მორდორი ბნელეთის მხარეა, რომლის მბრძანებელმა საურონმაც მას უშველებელი და დაუძლეველი კარიბჭე აუშენა. როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო – ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი.
როგორც ჩანს, ნაც ფავლენიშვილს უვიცობასთან ერთად საკუთარმა ქვეცნობიერმაც დარია ხელი და ხმამაღლა ათქმევინა ის, რასაც საქართველოზე ფიქრობს – ეს ქვეყანა სიბნელისა და ბოროტების ციტადელიაო.
პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, იმას საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს.“- წერს ხუბუა X-ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
Next: დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი ერთ რამეს ნიშნავს – გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.