Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე ინფორმაციას ითხოვს

მარშალ პრესი 09/07/2022
ვიქტორია

აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყონებლივ მიაწოდოს. შესაბამისი წერილით შტატების პრეზიდენტს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა მიმართა და ამ მოთხოვნის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

თავად ვიქტორია სპარცი, უკრაინული წარმოშობის პირველი კონგრესმენია. რაც შეეხება მის მოთხოვნას ერმაკის საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც კონგრესმენი წერს, ერმაკის საქმიანობისა და რუსეთთან მის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით ეჭვები სხვადასხვა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაჩნდა, შესაბამისად, კონგრესმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, რომ შეძლონ ამ სერიოზული ბრალდებების უარყოფა ან დადასტურება.

“რადგან პრეზიდენტი ზელენსკი ბევრს მუშაობს დასავლეთთან და ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაცნობოთ მას, მის გარშემო არსებული საკვანძო ადამიანების ირგვლივ არსებული შეშფოთების შესახებ. ეს ვალდებულებაა უკრაინელი ჯარისკაცებისა და უკრაინელი ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ბრძოლაში თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან,” – აღნიშნავს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაცა სჭირდებათ: ხალხის მხარდაჭერა და მოშლილი გუნდი – არცერთი აქვთ, არც მეორე. ჩვენი გუნდი მყარი და ერთიანია და ხალხის მხარდაჭერა, კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ჰქონდათ
Next: დავით ქართველიშვილი – ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით, მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპალრლამენტმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.