Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი – ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით, მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპალრლამენტმა

მარშალ პრესი 09/07/2022
დავით ქართველიშვილი

იმის ნაცვლად, რომ მათ ნარატივს გაემიჯნოს ქალბატონი ელჩი, ამ ორგანიზაციების ნაწერს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტთან აკავშირებს. ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ხომ არ ისახავს მიზნად? ჩვენ ვიცით, სინამდვილეში, მათ ერთი გეგმა აქვთ, რომელსაც აღსრულება არ უწერია. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ აშშ-ს ელჩი არ გასცემს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხს, კითხვები უფრო მოიმატებს და ეს უკვე ფაქტია- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“რომელ 22 ორგანიზაციაზე საუბრობს ქალბატონი ელჩი? იმ ორგანიზაციებზე ხომ არა, ვინც ბაკურიანში შეიკრიბა და რადიკალური პოლარიზაციის გეგმა დაწერა? ვინც მანამდე საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და ვისაც “ტექნიკური მთავრობის” გეგმა ჩაუფლავდა? იმის ნაცვლად, რომ მათ ნარატივს გაემიჯნოს ქალბატონი ელჩი, ამ ორგანიზაციების ნაწერს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტთან აკავშირებს. ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ხომ არ ისახავს მიზნად? ჩვენ ვიცით, სინამდვილეში, მათ ერთი გეგმა აქვთ, რომელსაც აღსრულება არ უწერია. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ აშშ-ს ელჩი არ გასცემს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხს, კითხვები უფრო მოიმატებს და ეს უკვე ფაქტია. ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით. მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპალრლამენტმა. თუ დიპლომატი “ტექნიკურ მთავრობაზე” კითხვას ისევ აარიდებს თავს, ის დააზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც წარმოადგენს და რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს”- წერს ქართველიშვილი Facebook- ზე.

Post navigation

Previous: კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე ინფორმაციას ითხოვს
Next: ზურაბ ქადაგიძე: არახამიამ და უკრაინის ხელმძღვანელობამ ჯერ,რომ საკუთარ “შავ ხვრელებს” მიხედოს არ ჯობია?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.