საზოგადოება თუ ზურგს არ გიმაგრებს, ვერაფერსაც ვერ მოაწყობ. 20 ივნისსაც, იმიტომ მოაწყვეს ის ყველაფერი, რომ ჩვენს გუნდში არ იყო ერთიანობა. ახლა, რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაცა სჭირდებათ – აქ ხალხის მხარდაჭერა, იქ მოშლილი გუნდი. არცერთი აქვთ, არც მეორე. ანუ ჩვენი გუნდი არის მყარი და ერთიანი, როგორც არასდროს და ხალხის მხარდაჭერა კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე 3-4 წლის უკან ჰქონდათ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POS TV-ის ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, ქართველი ადამიანი უგულავას, ჭიაბერაშვილს, გიგაურს, ლომჯარიას გაყვეს, რადგან ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის სიწმინდესა და ისტორიას უკავშირდება.
,,ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, არც ხალხი უმაგრებთ მათ ზურგს და ჩვენი გუნდიც არის კონსოლიდირებული და ერთიანი. ასეთ პირობებში ამის შანსი არ აქვთ. ზუსტად, ამიტომ არის, რომ მოატყუეს ხალხი და არ გამოჩნდნენ სცენაზე. თავიდან ხალხის რაოდენობა იყო დიდი, როგორც კი გამოჩნდნენ, ეგრევე 3-ჯერ და 4-ჯერ შემცირდა. მარტივად არის აქ ყველაფერი. ხალხის მხარდაჭერა მათ არა აქვთ, ან რანაირად უნდა ჰქონდეთ? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლა უსამშობლო ხალხია, ყველაფრით გამოხატული უსამშობლო ხალხი და უღმერთო. პირდაპირ, იმის ჩათვლით, რომ აგინებენ ყველა სიწმინდეს, რაც ჩვენს ქვეყანას და ისტორიას უკავშირდება. მეფეებზე გადავიდნენ. ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს და ა.შ. ასეთ ხალხს, რანაირად შეიძლება გაჰყვნენ ადამიანები? ამის ამბიცია, როგორ შეიძლება ჰქონდეს ამ ხალხს. ეს არის გაუგებარი. აი, ახლა რომ საუბრობენ ომზე, იმ ადამიანებს, უგულავას, ჭიაბერაშვილს, გიგაურს, ლომჯარიას, რანაირად შეიძლება ქართველი ხალხი გაყვეს? არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ამის იმედი რომ აქვთ, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ,...