Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არის ბევრი საეჭვო ფაქტორი, რაც მიანიშნებს მაღალი დონის კოორდინაციაზე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არეულობას და ეს არეულობა, თავისთავად, ომს

მარშალ პრესი 09/07/2022
ირაკლი კობახიძე

,,არის რაღაცეები რაზეც საჯაროდ ვერ ვიმსჯელებთ, მათ შორის, მსჯელობის დონეზეც გაგვიჭირდება საუბარი იმიტომ, რომ ბევრ უხერხულობას შეიცავს. არის, რა თქმა უნდა, ბევრი საეჭვო ფაქტორი, რაც მიანიშნებს, მაღალი დონის კოორდინაციაზე და ინტერესზე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არეულობას და ეს არეულობა, თავისთავად, ომს,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ის, რომ საქართველოში ჩამოსული იყო აკერმანი და ბაკურიანში რევოლუციას გეგმავდა, შემდეგ, გიორგი ვაშაძემ სტრატეგიულ პარტნიორს ღიად დაადო ხელი, ეს ფაქტები გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

,,ის, რომ აკერმანი იყო ჩამოსული საქართველოში, მოწმენდილ ცაზე, და რევოლუციას გეგმავდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ანუ, რაღაც სამომავლო მომენტზე იყო გათვლა. შემდეგ, ამაზე ღიად საუბრობდა გიორგი ვაშაძე. მან პირდაპირ ხელი დაადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, – ,,ვაშინგტონიდან გეუბნებითო შეხვედრიდან გამოსული, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნებაო.’’ ანუ, ბრალი დასდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩარევაში. ამაზე უხეში ბრალდება მე არ ვიცი და ამას, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა სჭირდება,’’ – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, იმდენად უსამართლო, ფეიკით და სიყალბით სავსეა ეს რეზოლუცია, თუმცა, ბანკისთვის საბაბად იქცა, რომ თავისი არაფორმალური სანქცია, რაღაცა ფორმალური დოკუმენტით გაემყარებინა
Next: ირაკლი კობახიძე: რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაცა სჭირდებათ: ხალხის მხარდაჭერა და მოშლილი გუნდი – არცერთი აქვთ, არც მეორე. ჩვენი გუნდი მყარი და ერთიანია და ხალხის მხარდაჭერა, კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ჰქონდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025