Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე – ლიზა გეგეჭკორი გიორგი ახობაძეზე

მარშალ პრესი 19/08/2026
LIZA GEGECHKORI

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა.“- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით- „იბაწ“.

გეგეჭკორის თქმით, „მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.“

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! უბრალოდ წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რას ითხოვს და რას ნატრობს ეს ე.წ. “ოპოზიციის აქტივისტი” გიორგი ახობაძე. ადამიანი სრული სერიოზულობით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ როდესაც უცხო ქვეყნის დრონები თუ რაკეტები საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ჩვენს ნავთობტერმინალებს დაარტყამენ და გაანადგურებენ, ამას ღიმილითა და ტაშით უნდა შევხვდეთ!

ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა. ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფას, განადგურებულ სახელმწიფო ქონებას, ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს. და ამ ფონზე, ეს უსამშობლო არსებები თურმე ტაშის დაკვრასა და საზეიმო შეძახილებს აპირებენ.

აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური, შეულამაზებელი სახე. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია. მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.“- წერს ლიზა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?
Next: ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.