Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

მარშალ პრესი 19/08/2026
cesko
ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№9 – „ძლიერი საქართველო-ლელო”;
№41 – ქართული ოცნება.

აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

Post navigation

Previous: ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე – ლიზა გეგეჭკორი გიორგი ახობაძეზე
Next: ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.