Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

მარშალ პრესი 19/08/2026
davit chikhelidze

არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ,,უკრაინული ჩიტები” როდესაც ქართულ ნავთობტერმინალებზე მოფრინდებიან, საზოგადოება ამას ტაშით და სიხარულით უნდა შეხვდეს.

ჩიხელიძის შეფასებით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას.

,,ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ტაშითა და ოვაციებით შევხვდეთ… შესაძლოა, შენი ქვეყანა და შენი ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას, შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, შეიძლება პოლიტიკური პოზიცია რადიკალურად განსხვავებული გქონდეს, მაგრამ ქართველების დაღუპვა ტრაგედიაა და არა სანახაობა, რომელსაც ტაშით უნდა შეხვდე. როცა ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებ და სხვის სიკვდილში სიხარულს ხედავ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება,” – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნანა სანდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე – ლიზა გეგეჭკორი გიორგი ახობაძეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.