Skip to content
18/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის

მარშალ პრესი 17/08/2026
kaxa kaladze

ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი – ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს და ქართული ხელისუფლების კრიტიკას ეხება, კახა კალაძის თქმით, კარგად იცის, როგორ იმართება ეს ყველაფერი.

„მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შეფასებები, რადგან მეც და ქართველი ხალხის უმრავლესობამაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი – ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაწილია, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. ცხადია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კეთილდღეობა უფრო მეტად იგრძნოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: აშკარად იკვეთება, რომ უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება აქვს მიღებული
Next: თბილისში დააჯარიმეს მეწარმეები, რომლებიც ყველს ქუჩაში, ტრანსპორტიდან ჰყიდდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.